აღწერა
Colombia Tumbaga Decaf არის კოლუმბიური specialty decaf ყავა, რომელიც საშუალო და მაღალ სიმაღლეებზე მოყვანილი მარცვლებისგან მზადდება. გამოირჩევა რბილი გემოთი, ზომიერი მჟავიანობითა და ბუნებრივი სიტკბოთი, რაც მას დაბალანსებულ და მარტივად დასალევ უკოფეინო ყავად აქცევს.
გემოს პროფილი: მკვეთრი ხილის, მუქი შოკოლადისა და კარამელის ნოტები. ხილის ცოცხალი მჟავიანობა ჰარმონიულად ერწყმის შოკოლადის არომატებსა და კარამელის სიტკბოს.




